ილონ მასკის ქონებამ 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ, ორშაბათის მონაცემებით, 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ამას მოწმობს „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული მილიარდერთა რეიტინგი.

მასკის ახალი რეკორდი მის მიერ დაარსებული კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასის მატებას უკავშირდება.

ბოლო ერთი კვირაა, მის ფასიან ქაღალდებზე ფასი იმატებს მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ Hertz-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმება შედგა, რომელმაც მასკის 100 000 ავტომანქანა შეუკვეთა. მხოლოდ დღეს, ორი საათის განმავლობაში, ვაჭრობის დაწყებიდან, tesla-ს აქციების ზრდის დამსახურებით, მასკი 10.2 მილიარდით გამდიდრდა, რის შედეგადაც მისი ქონება 3.5 %-ით გაიზარდა და ახალი რეკორდი დაამყარა.

კომპანია Tesla ილონ მასკმა 2003 წელს დააარსა, რომელიც თავდაპირველად ელექტროავტომობილებს აწარმოებდა, მოგვიანებით კი მზის ელემენტებისა და სხვა ენერგოდაგროვებითი სისტემების გამოშვებაც დაიწყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო