საფრანგეთმა გაერთიანებული სამეფოსთვის თევზჭერასთან დაკავშირებული სანქციების დაწესება გადადო

საფრანგეთმა გაერთიანებული სამეფოსთვის თევზჭერასთან დაკავშირებული სანქციების დაწესება გადადო, რადგან მხარეები საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ.

"დღეს შუადღიდან დისკუსიები განახლდა იმ წინადადების საფუძველზე, რომელიც მე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შევთავაზე. მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ჩემი სურვილია, რომ ყველა საკითხზე გამოსავალი ვიპოვოთ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

მანამდე, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა კლემან ბონმა განაცხადა, რომ სავაჭრო სანქციების დაწესება არ მოხდება, სანამ არ შედგება შეხვედრა მასსა დევიდ ფროსტს შორის, რომელიც არის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი „ბრექსიტის“ საკითხებში.

საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დაპირისპირება გასულ თვეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ათობით ფრანგულ გემს, მის ტერიტორიულ წყლებში ოპერირებისთის საჭირო ლიცენზია არ მისცა. საფრანგეთი დაიმუქრა, რომ თუკი გაერთიანებული სამეფო ლიცენზიებს 2 ნოემბრამდე არ გასცემდა, მის წინააღმდეგ გარკვეულ საპასუხო ზომებს განახორციელებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა