ინდოეთი აცხადებს, რომ სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს 2070 წლისთვის მიაღწევს

ინდოეთი პირობას დებს, რომ სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს 2070 წლისთვის მიაღწევს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე განაცხადა.

ამასთან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ენერგიის 50% განახლებადი წყაროებიდან მიიღებს და ამავე წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფას ერთი მილიარდი ტონით შეამცირებს.

ინდოეთი მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა ჩინეთის, აშშ-სა და ევროკავშირის შემდეგ.

ცნობისთვის, ჩინეთი გეგმავს, რომ სათბური აირების გამოყოფა ნულოვან დონემდე 2060 წლისთვის შეამციროს, აშშ და ევროკავშირი კი ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა