გიორგი ხანიშვილი აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეგიონალურ დირექტორს, ჩარლზ ვიტეკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის ხუთწლიანი წარმატებული პარტნიორობა შეაფასეს და სამომავლოდ, არსებული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლებს საქართველოში თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური დაცვა და გაუმჯობესება“ განხორციელებისთვის, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით არაერთი წარმატებული პროგრამა განხორციელდა.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან (CDC) ძალიან წარმატებულია ურთიერთობა როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ისე სურსათის ეროვნული სააგენტოს განვითარების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა და განხორციელდა ორივე სააგენტოს გადაიარაღება. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ მიმდინარე წელს თითქმის 1 100 000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს საქართველოდან სხვადასხვა სახის პროდუქციის ექსპორტი. ვფიქრობ, არსებული პროექტის გაგრძელებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

ჩარლზ ვიტეკმა არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროს მიერ შესაბამის სფეროებში მიღებული გამოცდილების შესახებ მოისმინა და იმ გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ლაბორატორიის გადაიარაღების, ვეტერინარიის და სურსათის უვნებლობის კუთხით გვაქვს ქვეყანაში.

შეხვედრას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) წარმომადგენლები და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა