„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს ბათუმში და რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, 17:00 საათზე ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართება.

დღესვე, 18:00 საათზე აქცია იქნება რუსთავის #12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საქართველო პროტესტს იწყებს!

17:00 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან/თავისუფლების კვარტალი). ასევე, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!

ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!“- ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა