ქალაქ ვანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ნაფეტვარიძემ, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KFW) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვანში არსებული წყალმომარაგების სისტემის სათავე-ნაგებობა დაათვალიერეს და ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანისა და რამდენიმე მიმდებარე სოფლის - სალხინოს, ციხესულორის, შუამთას, ზედა ვანის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

„წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციზე ამ დროისთვის გამოცხადებულია ტენდერი.

პროექტს, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

ქალაქ ვანის მოსახლეობას ამ დროისთვის წყალმომარაგება აქვს, თუმცა არსებული ქსელი მოძველებულია, ხშირია დაზიანებები, რის შედეგად ადგილობრივებს წყალი შეზღუდულად მიეწოდებათ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა