უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე საქართველოდან განმარტებებს ელოდება

უკრაინის უმაღლესი რადას კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვამ უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრაზე უკრაინის მოქალაქეებისთვის, საქართველოში შესვლისას სასაზღვრო კონტროლის პროცედურის გაჭიანურების საკითხი განიხილა.

დენისოვა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს, რომ ელჩთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან, საქართველოში უკრაინის საელჩო იღებს მოქალაქეთა განცხადებებს საქართველოში სასაზღვრო კონტროლის ხანგრძლივი პროცედურების და უკრაინაში იძულებით დაბრუნების გამო.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ეს თავადაც გამოსცადა 26 ოქტომბერს, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ჩასვლისას, როცა მესაზღვრეებმა 40 - წუთიანი დაყოვნების შემდეგ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება. უკრაინის სახალხო დამცველის თანახმად, სასაზღვრო სამსახურს შეფერხების მიზეზი არ განუმარტავს და ყურადღება არც მისი დიპლომატიური პასპორტისთვის მიუქცევია.უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვა უკრაინის მოქალაქეები, ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და ჟურნალისტები, დმიტრი გორდონი და ოლესია ბაცმანი.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან მსგავსი ქმედებების განმარტებებს ელოდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე საქართველოდან განმარტებებს ელოდება

უკრაინის უმაღლესი რადას კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვამ უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრაზე უკრაინის მოქალაქეებისთვის, საქართველოში შესვლისას სასაზღვრო კონტროლის პროცედურის გაჭიანურების საკითხი განიხილა.

დენისოვა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს, რომ ელჩთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ 2021 წლის ოქტომბრიდან, საქართველოში უკრაინის საელჩო იღებს მოქალაქეთა განცხადებებს საქართველოში სასაზღვრო კონტროლის ხანგრძლივი პროცედურების და უკრაინაში იძულებით დაბრუნების გამო.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ეს თავადაც გამოსცადა 26 ოქტომბერს, უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ჩასვლისას, როცა მესაზღვრეებმა 40 - წუთიანი დაყოვნების შემდეგ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება. უკრაინის სახალხო დამცველის თანახმად, სასაზღვრო სამსახურს შეფერხების მიზეზი არ განუმარტავს და ყურადღება არც მისი დიპლომატიური პასპორტისთვის მიუქცევია.უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვა უკრაინის მოქალაქეები, ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და ჟურნალისტები, დმიტრი გორდონი და ოლესია ბაცმანი.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან მსგავსი ქმედებების განმარტებებს ელოდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია