არჩილ თალაკვაძე - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ - სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ჩვენ ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ - სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

ამ კონტექსტში თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ „მანდატების დატოვება იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც სხდომებზე არ გვინახავს და ამ თვეების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, პარლამენტის მუშაობას ვერ შეაფერხებს“.

„პარლამენტში ის ოპოზიცია დარჩება, ვისაც მართლა სურს ოპონირება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პატივს სცემს საკუთარი ამომრჩევლის ნებას. როგორც კი მანდატების დატოვების თაობაზე პარლამენტში შესაბამისი განცხადებები შემოვა, ჩვენ ვალდებული ვართ განვიხილოთ. ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ, სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადებები გააკეთეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგივეს აპირებს ზურაბ ჯაფარიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა