ირაკლი კობახიძე - ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობს - სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი უწყებებისთვის

ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობს - სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი უწყებებისთვის, რომელიც სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა „იმიტირებულ შიმშილობაზე" და აღნიშნა, რომ „უხარიათ, რომ მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ემუქრება".

„თუ ერთი თვეა ადამიანი შიმშილობს, ეს არის მისი უფლება, ჩვენ არაფერ შუაში ვართ ამასთან. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი დავიცვათ და იყოს შეთავაზებული შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

მე გავაკეთე მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შიმშილობა არის სინამდვილეში არის იმიტირებული. იუსტიციის სამინისტრომაც მიაწოდა ამაზე ინფორმაცია საზოგადოებას თავის დროზე, ცნობილია ისიც, რომ კონკრეტული სამედიცინო პროცედურები ჩატარდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ ლიმონათი უყვარს. ჩვენ გვიხარია, რომ მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე არ ემუქრება. ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ- ერთი პატიმარი შიმშილობს. ერთ -ერთი პატიმარი არის სააკაშვილი, რომელიც სხვებზე ბევრად მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული, შესაბამისად, ის არის ერთ- ერთი პატიმარი შესაბამისი უწყებებისთვის და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით მოეპყრას ასეთ პატიმარს," - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება