თეონა აქუბარდია უმრავლესობას - დღეს, როცა თქვენ ზეიმობთ გამარჯვებას, ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები არის კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნისთვის

დღეს, როდესაც თქვენ, აქეთა მხარე, ზეიმობთ გამარჯვებას, ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები არის კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნისთვის, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

თეონა აქუბარდიას შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანა კიდევ ერთხელ დამარცხდა. ამასთანავე, როგორც მან აღნიშნა, ის რჩება პარლამენტის დარბაზში იმისთვის, რომ საკუთარი ხმა გააგონოს საზოგადოებას და მმართველ ძალასაც და არ მისცეს მათ საშუალება, რომ პარლამენტში „იდილია ჰქონდეთ“.

„დაახლოებით 10 წუთია, რაც პოლიტიკური გამოსვლები დაიწყო და ვხედავთ იმ ფუჭ და ყალბ სიხარულს, რომელსაც ამ დარბაზში აქვს ადგილი, თითქოს გამარჯვების გამო. ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ეს არის ნამდვილად გაშვებული შესაძლებლობა. როდესაც ჩვენი პარტნიორები მიგვითითებენ იმაზე, რომ ნდობა არის გასაზრდელი არჩევნებთან მიმართებით და გვეუბნებიან, რომ ყველა ის რეფორმა, რომელიც არ არის შესრულებული და რომლის გამოც ამხელა კრიტიკა აქვს ქვეყანას, სასწრაფოდ არის შესასრულებელი და ჩვენ ვხედავთ გარკვეულწილად ზეიმს და მათ შორის, იმას, რომ ამ ზეიმის მონაწილეები ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩემთვის ეს არის ნამდვილად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებზე ქვეყანა კიდევ ერთხელ დამარცხდა და კიდევ უფრო მეტი პოლარიზაციაა ქვეყანაში, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ პირდებოდა არჩევნებამდე. მე, როგორც ერთი დეპუტატი, ამ პარლამენტში ვარ დღეს, იმიტომ, რომ ჩემი ხმა გავაგონო საზოგადოებას და თქვენ და არ მოგცეთ შესაძლებლობა, რომ იდილია გქონდეთ პარლამენტის დარბაზში,“- განაცხადა აქუბარდიამ.

ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან, მისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადასვლის უფლების წართმევა არის არა ძალის დემონსტრირება, არამედ შეშინებული ძალის გამოხატულება. "როცა საუბარია, მათ შორის, იმაზე, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც დღეს შიმშილობს ციხეში, მიუხედავად იმისა, ბევრს ის მოსწონს თუ არ მოსწონს, მიმაჩნია, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება ისარგებლოს იმ უფლებით, რა უფლებითაც სხვა პატიმრებმა ისარგებლეს. როდესაც დღეს ვხედავთ, რომ შიმშილობის 30-ე დღის შემდეგ, რეალურად არის კრიტიკული საფრთხე მის სიცოცხლესთან დაკავშირებით, როდესაც გამარჯვებული პარტია ჩვენ გვიცხადებთ, რომ თქვენ არ გამოიყენებთ იმ უფლებას, რომელიც სხვა პატიმრებმა მიიღეს და არ გადაიყვანთ მას სამოქალაქო საავადმყოფოში, ეს არ არის ძალის დემონსტრირება, ეს არის კიდევ ერთხელ შეშინებული ძალის გამოხატულება,“- განაცხადა აქუბარდიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა