BTU-ს სტუდენტებისთვის „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს

„პალიტრა მედია ჰოლდინგი“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 3 ნოემბერს 15:00 საათზე საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრის მიზანი მონაწილეებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობაა.

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაესაუბრებიან სტუდენტებს, რომლებიც ამ მიმართულებით არიან დაინტერესებული და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ იმსჯელებენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს მუდმივად დასაქმების საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს. სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის პარალელურად უკვე დასაქმებულია. ისინი აქტიურად ქმნიან საკუთარ სტარტაპებსაც, რომელთა კომერციალიზაციაზეც თავადვე მუშაობენ.

როგორც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ტალანტების მოზიდვის და ადაპტაციის მიმართულების ხელმძღვანელი სოფო ბერიკელაშვილი განმარტავს, მათთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების სამომავლო დასაქმება საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საქმიანობის შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მივაწოდოთ. ვისაუბრებთ ჩვენს წარმატებაში ახალი თანამშრომლების ჩართულობისა და როლის მნიშვნელობაზეც. სტუდენტებს ინფორმაციას მივაწოდებთ ორგანიზაციის მისიასა და მიზნებზე, რომლებიც აერთიანებს ჰოლდინგში დასაქმებულ ადამიანებს. ინდივიდუალურად იქნება განხილული შვილობილი კომპანიების საქმიანობა, რაც სტუდენტებს მათთვის სასურველი სფეროს შერჩევასა და შემდგომი კარიერის განვითარებაში დაეხმარება. ფორუმზე წარმოდგენილი გვექნება რამდენიმე აქტიური ვაკანსია და დაინტერესებულ სტუდენტებს ჩვენს ჰოლდინგში სტაჟირების გავლა შეეძლებათ. მათ ასევე მივაწოდებთ ინფორმაცია მასიური სტაჟირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანია სტუდენტების და კურსდამთავრებულების მაქსიმალური ჩართულობა კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში, შედეგად კი მათ საშუალება მიეცემათ გაიზიარონ ის დიდი გამოცდილება და ცოდნა, რაც 26 წლის მანძილზე დაგროვდა „პალიტრა მედია ჰოლდინგში“, - განმარტავს სოფო ბერიკელაშვილი.

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ ისტორია 1995 წელს იწყება, როდესაც „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი დაიბეჭდა. მას შემდეგ, ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი კომპანიაა საქართველოში. დღეს ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის: 50-მდე კომპანია, 8 მსხვილი ინდუსტრია, 2500-მდე თანამშრომელი.

შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება და მასზე დასწრება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა