რუსეთის საზღვაო ფლოტმა სამხედრო სწავლება გამართა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა სამხედრო სწავლება გამართა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემებმა მტრის სამიზნეების განადგურებაში ივარჯიშეს. „მათ გაანადგურეს იმიტირებული მტრის საჰაერო სამიზნეები საზენიტო-სარაკეტო იარაღით და არტილერიით“, - ნათქვამია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განცხადებაში.

მათი ცნობით, წვრთნების დროს საჰაერო თავდაცვის სისტემები ნოვოროსიისკსა და ყირიმში განთავსებულ ბაზებზე მზადყოფნაში მოიყვანეს.

აშშ-ის საზღვაო ძალებმა გუშინ განაცხადეს, რომ აშშ-ის ფლოტის ამფიბიური კლასის სამხედრო გემს USS Mount Whitney-ს შავ ზღვაში გზავნიან ნატოსთან ერთობლივი ოპერაციების ჩატარების მიზნით.

რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში არ გააგზავნონ და ყირიმის სანაპიროს არ მიუახლოვდნენ. ამასთან, კრემლმა უარყო ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება ხორციელდება, თუმცა განაცხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ჯარის გადაადგილება მოსკოვის გადასაწყვეტია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა