ოქტომბერში ბელარუსის გავლით გერმანიაში 5 000-ზე მეტი მიგრანტი მოხვდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში ბელარუსის გავლით გერმანიაში 5 000-ზე მეტი მიგრანტი მოხვდა. Euronews-ის ინფორმაციით, წინა თვეებთან შედარებით მიგრანტთა რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი.

გერმანიის პოლიციის ცნობით, მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას ბელარუსიდან ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი გერმანიაში შესვლა 597-მა მიგრანტა სცადა, რაც რეკორდული რაოდენობაა.

Euronews წერს, რომ დაკავებულ მიგრანტებს შორის ძირითადად ერაყის, სირიის, ირანისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. ბოლო რამდენიმე კვირაა ბელარუსის გავლით ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას ათასობით მიგრანტი ცდილობს. გერმანიამ და პოლონეთმა საზღვრებთან პატრულირება გააძლიერეს. ევროკავშირმა ბელარუსუს პრეზიდენტ ალექსანდე ლუკაშენკოს მიგრანტთა ნაკადების შეჩერებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს