ვლადიმერ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა დონბასში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გლაზგოში შეხვედრა გამართეს და დონბასში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს.

„ჯო ბაიდენთან გლაზგოში გამართული დიალოგის დროს დონბასში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია განვიხილეთ. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების მხარდაჭერას“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი „ტვიტერში“.

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის, COP26-ის, ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გლაზგო მასპინძლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა