ანონსი 3 ნოემბერი

3 ნოემბერს, 10:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა" საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

კონსტიტუციის სახელობის დარბაზი (N304, A-კორპუსი).

3 ნოემბერს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოში ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრისათვის ისრაელში წარმოებული სათბურის გადაცემის ღონისძიება გაიმართება.

მის: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წილკანი.

3 ნოემბერს, 11:45 საათზე, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის:ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

3 ნოემბერს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი"-ს მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით შექმნილი სომხურ-ქართულენოვანი საინფორმაციო პლატფორმა "განძი"-ს პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სასტუმრო „სტამბა", საკონფერენციო სივრცე: Lobby Hall 2

3 ნოემბერს, 14:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს წევრებს შეხვედრა გაიმართება.

თემა: Covid-19-ით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობაში მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება.

მის: წერეთლის 144 (სამინისტროს მე-4 სართული).

საკონტაქტო: თათია წერეთელი ​ - 599 499 004

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა