რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩენას გეგმავს

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია დასრულდა. ­მათი თქმით, აქცია ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ამასთან, მომიტინგეთა ნაწილი დღეს რუსთავის ციხესთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

"ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია პროტესტის გარდა, მხოლოდ ეს არის ჩვენს არსენალში და ამით უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება". ამიტომ მადლობა თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისათვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისათვის, რომ ხვალაც, ზეგაც და ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ პროტესტს და არა მხოლოდ რუსთავის ციხესთან.

დღეს მივდივართ იმიტომ, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი მოვიდეთ და კიდევ უფრო მეტად და მწვავედ გამოვხატოთ ჩვენი სამართლიანი პროტესტი და პუტინ-ივანიშვილის უკანონო ტყვეობისაგან ვიხსნათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა