აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც ჟურნალისტებს დევნის

აშშ-ის ხელისუფლება სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, პასუხი აგებინონ დამნაშავეებს, ვინც დევნის და აშინებს ჟურნალისტებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ისწრაფვის მასმედიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში და საზღვარგარეთ და მოვუწოდებთ სხვა ხელისუფლებებს, პასუხი აგებინონ მათ, ვინც დევნის, აშინებს და იყენებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია პრაისის წერილობით განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა უზრუნველყოფს ლიდერების ანგარიშვალდებულებას, იცავს მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოების ინფორმირებულობის გარანტია.

„ქვეყნებში ჟურნალისტები პირისპირ ეჯახებიან ძალადობის მუქარას, ან პატიმრობას. უფრო ხშირად ეს მუქარები მოდის ხელისუფლებისგან, ცდება მათი სახელმწიფოს საზღვრებს, მათ შორის, ციფრული სათვალთვალო ტექნოლოგიების არასათანადო გამოყენების გზით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ჟურნალისტების კომუნიკაციებს და ადგილსამყოფელს, რათა შეზღუდონ მათი შესაძლებლობა გააშუქონ სამთავრობო კორუფცია და რეპრესიები“ ,- დასძენს პრაისმა.

ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულისა და დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს დაწესდა, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მედიიის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის პრობლემებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა