ISFED-ი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის იზა ჩიგოგიძის უფლებები

ISFED-ი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიცვას ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის იზა ჩიგოგიძის უფლებები.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ინფორმაციის თანახმად, 1 ნოემბერს, ღამის საათებში იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა, მას აუკრძალეს კავშირი ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად.

„1-ელ ნოემბერს, ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის #90 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც პროფესიული ნიშნით არჩეული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს, 90-ე საარჩევნო უბანზე ის კომისიის რეგისტრატორი წევრი იყო, რა დროსაც შენიშნა სხვისი პირადობის მოწმობით მისული ამომრჩევლები, რომლებსაც ბიულეტენები არ გადასცა, რითაც აღკვეთა მათი არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობა. მისი თქმით, ამის შემდეგ მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკავშირდებოდა და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იყვნენ 90-ე უბნის ამომრჩევლები, ბიულეტენების გადაცემას სთხოვდა.

იმავე დღეს, საღამოს „სამართლიან არჩევნებს“ იზა ჩირგაძისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მომართა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა. ორგანიზაციის წარმომადგენელი მაშინვე დაუკავშირდა ჩირგაძეს და 2 ნოემბერს 13:30 საათზე სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა, დღეს, დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

1 ნოემბერს, ღამის საათებში იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა, მას აუკრძალეს კავშირი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კლდიაშვილმა, პროტესტის ნიშნად, ავტომობილით ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. სამართალდამცავებმა იგი დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად.

“სამართლიანი არჩევნები” კვლავაც მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროს დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა