აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა „ფაიზერის“ ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 5-11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ამ ასაკის ბავშვების აცრა ოთხშაბათიდან დაიწყოს.

“ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს შვილების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით ახლა ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, ვაქცინა დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა მიიღოს,“-აღნიშნა როშელ ვალენსკიმ.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების ბოლო ტალღის დროს ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, რაც გამოწვეულია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით. ვალენსკიმ განმარტა, რომ სკოლების დახურვამ საზიანო გავლენა მოახდინა ბავშვებზე სოციალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

”პედიატრიულ ვაქცინაციას აქვს ძალა, დაგვეხმაროს ამ ყველაფრის შეცვლაში”, - აღნიშნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენების ავტორიზაცია კოვიდ-19-თან ბრძოლაში გარდამტეხ მომენტად შეაფასა.

"პროგრამა გაგრძელდება უახლოეს დღეებში და სრულად ამოქმედდება 8 ნოემბრის კვირაში. მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიყვანონ ბავშვები აფთიაქებში, პედიატრიის კაბინეტებში, სკოლებში და სხვა ადგილებში ვაქცინაციისთვის," - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მიზნით გამოყენების ნებართვა გასული კვირის პარასკევს გასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა