უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა ქვეყნის პარლამენტში გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა,- ინფორმაციას პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელი ტარას მელნიჩუკი ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა უკრაინის უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადები მიმართა“, - წერს მელნიჩუკი.
ცნობისათვის, ანდრეი ტარანს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტი 2020 წლის 4 მარტიდან უკავია.