„თალიბანი“ ავღანეთში უცხოურ ვალუტას კრძალავს

„თალიბანი“ ავღანეთში უცხოური ვალუტის გამოყენებას კრძალავს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა ავღანელმა ვაჭრობისას ავღანური ვალუტა გამოიყენოს. ისლამური საამირო ავალებს ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მესაკუთრეს, მოვაჭრეს, ბიზნესმენს და ფართო საზოგადოებას, ამიერიდან ყველა ტრანზაქცია ავღანეთში განახორციელონ და მკაცრად შეიკავონ თავი უცხოური ვალუტის გამოყენებისგან“, - განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

მისი თქმით, ყველას, ვინც ამ წესს დაარღვევს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ჩამოშლის კოლაფსის ზღვარზე მყოფ ავღანეთის ეკონომიკას, რომელიც „თალიბების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ საერთაშორისო ფინანსური დახმარების შეჩერების გამო დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა