მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის საბჭოს 2 წევრის დანიშვნაზე კარლ ჰარცელის განცხადებაზე - არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია

არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, სიჩქარეზე როცა გვაქვს საუბარი, ალბათ უმჯობესია ვისაუბროთ ხარისხზეც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც მიიჩნევს, რომ იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნა კანონის უზენაესობის სფეროში უკან გადადგმული რიგით მეხუთე ნაბიჯია ბოლო 4 თვეში.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ ტრანსფარენტულობის ხარისხი და სისწრაფე კრიტიკას არ იმსახურებს.

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი იმ პრინციპთაგანია რომლის უზენაესობა არის ძალზედ მნიშვნელოვანი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში. დამოუკიდებლობაში იგულისხმება ის, რომ კომპოზიცია იუსტიციის საბჭოსი უნდა იყოს დაფუძნებული მოსამართლეთა თვითმმართველობაზე. შესაბამისად, ამ საკითხების ირგვლივ კომენტირებისას პოლიტიკოსებმა ჯობია თავი შევიკავოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ ერეოდეს ისეთი საკითხების გადაჭრაში, რომელიც მთლიანად, ექსკლუზიურად სასამართლო ხელისუფლების საკითხია. არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით ამის შეფასება არ ღირს, შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ აქტორს იგივეს მოვუწოდებდი. არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, სიჩქარეზე როცა გვაქვს საუბარი, ალბათ, უმჯობესია ვისაუბროთ ხარისხზეც, იქნებ ჩქარა სწორი გადაწყვეტილებაც არის მიღებული ან არასწორი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტულ საკითხზე საუბრისას არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ თვითონ არჩევანის ავკარგიანობაზე. ეს თავიდან ბოლომდე სასამართლო ხელისუფლების აბსოლუტური ექსკლუზიური კომპეტენციაა. საკითხი ეს ჩუმად მოხდა თუ არა, არც ამას შევაფასებდი, უმჯობესია მეტი თავშეკავება როცა პოლიტიკური აქტორები ვაფასებთ დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლად გადასაწყვეტ საკითხებს. მე არ ვთვლი, რომ ხარისხი ტრანსფარენტულობის ან სისწრაფის რამენაირად კრიტიკას იმსახურებს. მესმის, რომ საელჩო აკეთებს ამ განცხადებებს, მაგრამ თუ ამის გამო წამართმევთ უფლებას, როცა მე თქვენ გპასუხობთ, ჩემი მოსაზრება გითხრათ, კი ბატონო, მაგრამ ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით გაგაცანით და თუ არგუმენტად იხმობთ, რომ როცა ევროკავშირი ამას იტყვის, ჩვენ ვალდებული ვართ გავჩერდეთ, ამას ვერ დავეთანხმები", - განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა