ნიგერიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მაღალსართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე მაშველებმა 9 ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ამასთან, შტატის მთავარ არქიტექტორს უფლებამოსილება შეუჩერეს, რადგან მთავრობამ შენობის ჩამონგრევის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. Reuters-ი წერს, რომ ნიგერიაში შენობების ნგრევის ფაქტები ხშირად ხდება, რადგან ქვეყანაში სამშენებლო მასალები ხშირ შემთხვევაში უხარისხოა, სამშენებლო რეგულაციებს კი არასათანადოდ იცავენ.

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი ორშაბათს ჩამოინგრა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგულად 100-მდე ადამიანი ითვლებოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო