დევი ტაბიძე - მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება

დღეს მოსახლეობას კორონისგან კორონა-გენოციდი ემუქრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ნამდვილად ძალიან საგანგაშოა და თუ არსებული ეპიდსიტუაცია ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ინფიცირებულთა მასშტაბმა 7 ათასსაც გადააჭარბოს.

„მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან „თამაში“ და „ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს კიდევ, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 ათასს ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“,-განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი შეფასებით, რეგულაციების არდაცვისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე, მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. „რეალურად, პაციენტების მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. საწოლებიც ბევრია და საკმარისია, მაგრამ რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება იმიტომ, რომ კლინიკაში შემოსული პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან“,- განაცხადა ტაბიძემ.

მისი შეფასებით, მედპერსონალის ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის და ამის გათვალისწინებით, მდგომარეობა გართულდება.

„თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის. ამ მომენტისთვის საჭირო არ არის, მაგრამ თუ ეს ციფრები კიდევ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“, - განაცხადა ტაბიძემ. მისი განმარტებით, ვაქცინაციაზე მომართვიანობა ძალიან დაბალია.„ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ეს სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ დადო. ამას ყველა ადასტურებს, მე მარტო ერთი არ ვარ", - განაცხადა ტაბიძემ. მისი თქმით, უნდა შედგეს ჩამონათვალი იმ სამსახურების და ადამიანების, რომლებსაც უფრო მეტად უწევთ ადამიანების უფრო დიდ რაოდენობასთან კონტაქტი. დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, აიცრას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის