რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1189 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 1189 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 40 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთში ჯამში, ინფიცირების 8 633 643 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 242 060 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო