ირანის ხელისუფლების განცხადებით, ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, თუ ბაიდენი გარანტიების მიცემას ვერ შეძლებს

2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არ არის, გასცეს გარანტიები, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას აღარ მიატოვებს, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი შამხანიმ განაცხადა.

"აშშ-ის პრეზიდენტი არ არის მზად გარანტიების მისაცემად. თუ არსებული სტატუს კვო გაგრძელდება, მოლაპარაკებების შედეგი ნათელია", - აღნიშნა ალი შამხანიმ.

ირანი, მოლაპარაკებების განახლების თარიღს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დაასახელებს.

შეგახსენებთ, ვენის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აპრილში ირანსა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხუთ სხვა ხელმომწერს - გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიწყო. ევროპელი დიპლომატები შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა და ირანს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, ვაშინგტონი შეთანხებას დაუბრუნდეს და თეირანმა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, ივნისში მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife