თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 500-მდე პირი აიცრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ძალისხმევის შედეგად, 500-მდე პირი აიცრა.

„პირველად ჯანდაცვაში 60 წლის ზემოთ პირების ვაქცინაციის გასააქტიურებლად ამოქმედდა კომპონენტი, რაც ითვალისწინებს ექიმების მიერ აქტიურ კონსულტაციას, რაც ანაზღაურებადია მას შემდეგ, რაც პირი აიცრება. ეს დაიწყო რამდენიმე კვირის წინ, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებში.

ერთი კვირის წინ 2000-მდე პირი იყო ამ პროგრამაში რეგისტრირებული. საუბარი მაქვს ასაცრელ პირზე. აქედან 500-მდე უკვე აიცრა ერთხელ. შემდეგ მეორე აცრა მოუწევს და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების მიზნით ვაქცინაციის ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციაში ჩართავენ, თითო პირზე 20 ლარს მიიღებენ. ექიმები და ექთნები მოსახლეობასთან კონსულტაციის პროცესში ოქტომბრიდან ჩაერთნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა