რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო ქვედანაყოფები დატოვა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს, ჩატარებული სამხედრო წვრთნების შემდეგ, საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფები დატოვა და აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროების რაოდენობა 90 000-ს აღწევს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე წლის მეორე ნახევრის განმავლობაში ფართომასშტაბიანი წვრთნების სერია ჩაატარეს, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ჯარების მონაწილეობით. წვრთნის შემდეგ კი 41-ე არმიის ქვედანაყოფები რუსეთის ევროპულ ნაწილში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 260 კმ-ის მანძილზე დარჩნენ.

„აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია პერიოდულად მიმართავს სამხედრო ნაწილების გადაადგილებისა და მობილიზაციის პრაქტიკას, რათა რეგიონში დაძაბულობა, მეზობელ ქვეყნებზე კი პოლიტიკური ზეწოლა შეინარჩუნოს“, - აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის საზღვართან რუსი სამხედროების თავმოყრის შესახებ და განაცხადა, რომ სამხედრო ძალების ან შეიარაღების ზრდა არ დაუფიქსირებიათ.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსკოვმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, რამაც კიევისა და დასავლეთის დედაქალაქების შეშფოთება გამოიწვია, თუმცა რუსეთმა სამხედროები მოგვიანებით ბაზაზე დააბრუნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს