მამუკა მდინარაძე - გადათვლას შედეგები არ შეუცვლია არც რომელიმე უბნის და მითუმეტეს, არც რომელიმე ოლქის დონეზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად, საერთო ჯამში ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილება გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები პრაქტიკულად აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებს, რომელმაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლავ არ დატოვა სივრცე, ვინმემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზულ ხარვეზებზე იმანიპულიროს. 1832 უბნიდან, ამ წუთის მდგომარეობით, გადათვლილია 259 უბანი, რაც უბნების 14 პროცენტს შეადგენს. გადათვლის შედეგად, საერთო ჯამში ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა. მაგალითად, თბილისში, ჩვენს კანდიდატს კახა კალაძეს დაემატა 13 ხმა, რაც ხმების 0,005 პროცენტია. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკანორ მელიას დააკლდა 11 ხმა, რაც დაახლოებით იგივე პროცენტს შეადგენს. ბათუმში არჩილ ჩიქოვანს დაემატა 1 ხმა, გიორგი კირთაძესაც დაემატა 1 ხმა. ზუგდიდში მამუკა წოწერიას დაემატა 1 ხმა, ანზორ მელიას - არცერთი. ქუთაისში დეკანოიძეს არცერთი ხმა, ხახალეიშვილს 2 ხმა დაემატა. გადათვლებით, ყველაზე მეტი - 34 ხმა დაემატა გიორგი ნემსაძეს ცაგერში. მისი ხმები ჩათვლილი იყო ბესარიონ ბენდელიანის სასარგებლოდ, შესაბამისად, ბენდელიანს დააკლდა 34 ხმა. საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ცვლილება გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები პრაქტიკულად აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას. ხაზგასასმელია, რომ გადათვლას შედეგები არ შეუცვლია არც რომელიმე უბნის და მითუმეტეს, არც რომელიმე ოლქის დონეზე. როგორც აღვნიშნეთ, გამონაკლისი ცვლილებები პროცენტებში მეათასედებს შეადგენს. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების კარგი ადმინისტრირებისთვის და საზოგადოებას, რომელმაც ეს გამარჯვება უზრუნველყო”, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა