მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა შეიძლება პრობლემა გახდეს, რადგან მათ ასარჩევად 90 ხმა არის საჭირო

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა შეიძლება პრობლემა გახდეს, რადგან მათ ასარჩევად 90 ხმა არის საჭირო.

როგორც მდინარაძემ განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები გაიმართება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატებზე შეჯერებას შეეცდებიან.

"90 ხმის გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა შეიძლება პრობლემა იყოს. საპარლამენტო უმრავლესობას 90 ხმა არა აქვს. ბუნებრივია, გვექნება კონსულტაციები. ვეცდებით, რომელიმე კანდიდატზე საერთო პოზიცია შევაჯეროთ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა უზრუნველყოფილ იქნას. თუ პარლამენტში სხვა პარტიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაგვიჭირეს, მათ ვერ ავირჩევთ. თუ ვინმე ულტიმატუმებით ილაპარაკებს, ეს შეიძლება ჩიხში შესვლის მიზეზი გახდეს. ჩვენ ვეცდებით ისეთ კანდიდატებზე შევჯერდეთ, რომელზეც სხვა ფრაქციები მხარს დაგვიჭერენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის ყველა ადგილი ვაკანტურია. მათ ასარჩევად კანონით განსაზღვრული ვადები თვეების წინ ამოიწურა, კონკურსი კი დღემდე არ გამოცხადებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა