უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი - ანტივაქსერული სულისკვეთება სწრაფად ქრება რეანიმაციულ განყოფილებებში

ისეთი საპროტესტო აქციები, როგორსაც დღეს ვხედავთ ექიმების და ასევე იმ ოჯახების დაცინვაა, რომლებმაც, სამწუხაროდ, კოროვირუსის გამო ახლობლები დაკარგეს , - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რითაც ის ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მიერ კიევში დღეს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანტივაქსერული სულისკვეთება რეანიმაციულ განყოფილებებში ქრება.

”მერწმუნეთ, ანტივაქსერული სულისკვეთება სწრაფად ქრება რეანიმაციულ განყოფილებებში და იქ ყალბი მოწმობები არ მუშაობს”, - აღნიშნა ვიქტორ ლიაშკომ.

უკრაინის მთავრობამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ვირუსის საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრა. მასწავლებლებს, სახელმწიფო და სხვა სექტორში დასაქმებულ ადამიანებს მოსთხოვეს 8 ნოემბრამდე სრულად იყვნენ ვაქცინირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხელფასი შეუჩერდებათ. ამასთან, თვითმფრინავებში, მატარებლებსა და შორ მანძილზე მოძრავ ავტობუსებში ჩასხდომამდე აუცილებელია კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. აღნიშნული ზომების გასაპროტესტებლად დღეს კიევში აქცია გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა