ანონსი 4 ნოემბერი

4 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლის ცენტრალურ ოფისში გაიმართება ქალთა მოძრაობის პრესკონფერენცია, რომელიც შეეხება საარჩევნო კამპანიებში ჩართული კოორდინატორი ქალების შრომითი და სხვა უფლებების დარღვევის საკითხს - ძალადობა, იძულება და შრომითი ექსპლუატაცია.

მის: გახოკიძის 11ა

4 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ინფლაციის მაღალი ტემპი: როგორია პროგნოზი ზამთრის სეზონისთვის; მოსალოდნელია, თუ არა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კიდევ უფრო ზრდა. რა ელის ლარის კურსს ზამთრის სეზონზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი ოთარ ანგურიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ინფლაციის მაღალი ტემპი: როგორია პროგნოზი ზამთრის სეზონისთვის; მოსალოდნელია, თუ არა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კიდევ უფრო ზრდა. რა ელის ლარის კურსს ზამთრის სეზონზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ნოემბერს, 12:00 საათზე, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.

მის: ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა

4 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი გასვლითი შეხვედრა გაიმართება.

მის: კახეთი, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“

4 ნოემბერს, 15:00 საათზე, ცენტრი „ემპათია“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობა.

მის: კანდელაკის ქ.23

4 ნოემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან საფინანსო სექტორში ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, მე-3 სართული, დარბაზი 307)

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია