მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.12 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს.
შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 29.8 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 46.3 %-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.
მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.27 მილიარდს გადააჭარბა.
ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 594 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 423 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67.1 % აიცრა, აშშ-ში 58.1 %, ჩინეთში კი - 76.5%-ზე მეტი.