უკრაინის სახალხო დამცველი უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირთა ქმედებები

უკრაინის უმაღლესი რადას კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას და მის ადვოკატს შეხვდა.

„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომისარმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ დაწერა.

„შევხვდი უკრაინის მოქალაქის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას, მის უკრაინელ ადვოკატს ევგენი გრუშოვეცს და უკრაინელ დეპუტატს ელიზავეტა იასკოს“ , - წერს დენისოვა.

მისი თქმით, სააკაშვილის დედა შეშფოთებულია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც 34-ე დღეა შიმშილობს და 20 კილოგრამი დაიკლო. ის შიშობს, რომ ხანგრძლივმა შიმშილობამ შესაძლოა, გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

„წნევის ცვალებადობა, პულსის ცვლილება საშუალებას არ იძლეოდა ჩატარებულიყო ანალიზები მიხეილის ჯანმრთელობის ობიექტური მდგომარეობის განსასაზღვრად. საბოლოოდ, დღეს გაკეთდა ყველა შესაძლო ტესტი, რომელთა შედგებსაც ველოდებით“, - განაცხადა დენისოვამ.

კომისარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისცენ მას შესაძლებლობა, მიიღოს პროფესიონალური სამედიცინო მხარდაჭერა სამკურნალო დაწესებულებაში.

„სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და ძირითადი თავისუფლების კონვენციის მესამე მუხლს“, - განაცხადა დენისოვამ.

მან მოუწოდა უცხო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირთა ქმედებები, რომლებიც, მისი თქმით, არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და მიაღწიონ საქართველოს ხელისუფლებისგან აღუდგინონ მას სამედიცინო დახმარების უფლება.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს