მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია ქვანახშირის გამოყენების შეწყვეტის პირობას დებს

190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გლაზგოში მიმდინარე კლიმატის სამიტზე პირობა დადო, რომ ქვანახშირის გამოყენებას შეწყვეტს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან უარის თქმის ვალდებულებას იღებენ, ქვანახშირის ძირითადი მომხმარებლები : პოლონეთი, ვიეტნამი და ჩილეც არიან, მაგრამ ქვანახშირზე დამოკიდებულმა მსოფლიოს ზოგიერთმა უდიდესმა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრალიამ, ინდოეთმა, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა, შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.

ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, დაასრულონ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციის განხორციელება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოება ეტაპობრივად შეწყდება, კერძოდ, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში - 2030-იან წლებში, ღარიბ ქვეყნებში კი - 2040-იან წლებში.

ქვანახშირი კლიმატის ცვლილების უდიდესი ხელშემწყობია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების შემცირების კუთხით მსოფლიოში პროგრესი მიღწეულია, 2019 წელს მსოფლიოს ელექტროენერგიის დაახლოებით 37%-ი მაინც ქვანახშირისგან აწარმოებდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს