ირანი თანახმაა, მასსა და ექვს ქვეყანას შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები 29 ნოემბერს განაახლოს.
“ირანი დათანხმდა, 29 ნოემბერს დაიწყოს ვენაში მოლაპარაკებები უკანონო და არაადამიანური სანქციების მოხსნის მიზნით,“- განაცხადა ალი ბაღერიმ, რომელიც მოლაპარაკებებში თეირანის მთავარი წარმომადგენელია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა სწრაფად იქნება შესაძლებელი, ირანის წარმომადგენლები სერიოზულად მიუდგებიან საკითხს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ, შეთანხმების დანარჩენ ხელმომწერებთან : გაერთიანებულ სამეფოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან და რუსეთთან ერთად, ვენის შეხვედრას დაესწრება.
შეგახსენებთ, ვენის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, ვაშინგტონი შეთანხებას დაუბრუნდეს და თეირანმა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, ივნისში მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.