ქაშმირში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შემთხვევა სადავო ჰიმალაის რეგიონის პულანდრის რაიონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. საგზაო შემთხვევები მთიან ქაშმირსა და პაკისტანის სხვა ტერიტორიებზე ხშირია, რისი მიზეზიც, უმეტესწილად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები და საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფაა.

პაკისტანის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით 9000 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რასაც დაახლოებით, 4 000 ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს