მსოფლიო პატრიარქს სტენტირება ჩაუტარდა

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ნიუ-იორკის საავადმყოფოში სტენტირების პროცედურა ჩაუტარდა,- ინფორმაციას მედიასაშუალებები აშშ-ში საბერძნეთის არქიეპისკოპოსის ეპარქიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მისივე ცნობით, 81 წლის მსოფლიო პატრიარქს სტენტი სინას მთის სახელობის საავადმყოფოში, ანგიოგრამის ჩატარების შემდეგ ჩაუდგეს. საავადმყოფოდან მისი გაწერა დღეისთვის იგეგმება.

ცნობილია, რომ 23 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი აშშ-ში 12 - დღიანი ვიზიტით ჩავიდა, მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ხანგრძლივი ფრენისა და მრავალფეროვანი ღონისძიებების შემდეგ მან თავი ცუდად იგრძნო. პატრიარქი საავადმყოფოდან მეორე დღესვე გაწერეს, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.

გუშინ მთავარმა საეპისკოპოსომ გაავრცელა განცხადება, რომ აშშ-ში ვიზიტის დასასრულს, პატრიარქმა ბართლომემ მანჰეტენზე მდებარე საავადმყოფოში სამედიცინო კვლევა ჩაიტარა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ამერიკიდან გამგზავრება შეეძლო. მოგვიანებით, მთავარმა საეპისკოპოსომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჭირო გახდა ახალი სამედიცინო კვლევა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 81 წლისაა. მისი კონსტანტინეპოლის პატრიარქად ინტრონიზაცია ზუსტად 30 წლის წინ შედგა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს