საქალაქო სასამართლოში „ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფსა და „ტვ პირველის" ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დაკავებულ პირებს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლიშვილსა და „ტვ პირველის" ოპერატორ ლევან ბრეგვაძეზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

პროცესს ესწრებიან ბრალდებულებიც, ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა