ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეისთვის 12-დან 15 წლამდე ასაკის 106 ბავშვია სრულად აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეისთვის 12-დან 15 წლამდე ასაკის 106 ბავშვია სრულად აცრილი.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ფაიზერით" 10 ათასზე მეტი 16-17 წლის მოზარდია აცრილი.

მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოზე 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აცრაზეც იმსჯელებენ. კერძოდ, აცრიან თუ არა იმ ბავშვებს, ვისაც სამედიცინო გართულება არ აქვს.

„იმუნიზაციის საბჭოსთვის მომზადებულია სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება 12-15 წლამდე ბავშვებისთვის. ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა, დღეს ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ გაიხსნას მშობლების სურვილით და თანხმობით ყველა ბავშვისთვის. დღეისთვის, 12-დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი. ხვალ, ან ზეგ იმუნიზაციის საბჭო ჩატარდება. იმუნიზაციის საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 10 ათასზე ოდნავ მეტი 16-17 წლის მოზარდია „ფაიზერით" არის აცრილი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა