5 ნოემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება

5 ნოემბერს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის ორგანიზებით აკადემიის კურსდამთავრებულებისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის პარტნიორია კრწანისის რაიონის გამგეობა და HR პროფესიონალთა ასოციაცია. ფორუმზე მოწვეული იქნებიან აკადემიის სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების კურსდამთავრებულები სხვადასხვა მიმართულებებიდან, როგორიცაა საექთნო საქმე, ფარმაცია, სკოლამდელი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვა, კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ფინანსები, დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა და ა.შ.

„ ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კერძო კომპანიების წარმოდგენილ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს, ადგილზევე გაესაუბრონ უშუალოდ პოტენციურ დამსაქმებელს და დაინტერესების შემთხვევაში გაუზიარონ პირადი ინფორმაცია. დამსაქმებლები კი კომპანიის არსებულ ვაკანსიებს შესთავაზებენ აკადემიის კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

დასაქმების ფორუმში წარმოდგენილი იქნებიან ისეთი კერძო კომპანიები როგორიცაა: შპს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი; სს „ნიკორა ტრეიდი“; ამერიკული უმაღლესი საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“; შპს „სამედიცინო ცენტრი ციტო“; სს „გეფა“; მეიჯერელი; გორგია; სს ევექსი კლინიკები; HR Center; სს „გუდვილი“; Carrefour Georgia; შპს ოდისეა; ნიუ ჰოსპიტალი; შპს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვა კომპანიები.

დასაქმების ფორუმის ხანგრძლივობა 3 საათია და 13.00 საათიდან 16.00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22 (საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ის შენობა)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა