ანონსი 5 ნოემბერი

5 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, №307).

5 ნოემბერს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში ვახტანგ კალოიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: კოვიდ პანდემია

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 040 608

5 ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ- ის პროფესორის ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში: ახალი შტამის საფრთხე და ვაქცინაციის დაბალი ტემპი. კოვიდის სამკურნალო პირველი პრეპარატი - რა არის ცნობილი „მოლნუპირავირზე". ე.წ. „მწვანე საშვის“ ამოქმედებისა და 18 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში „ბუსტერ დოზით“ აცრის საკითხები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პურის ფასი და რეგიონებში ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდა.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

5 ნოემბერს, 11:30 საათზე, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ხორბლის ფასი და მარაგი.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 599 726565

5 ნოემბერს, 12:00 საათზე, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ბათუმში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: ბათუმის გენერალური გეგმა.

მის: ბათუმი, სულიკო ჟღენტის ქ.#1, ე.წ. სასტუმრო კემპინსკის შენობა, „ბათუმი ბიზნესცენტრის“ საქმიანი შეხვედრების სივრცე

საკონტაქტო: ლაშა ნაკაშიძე - 577 115 139

5 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მის: მაჩაბლის 13

5 ნოემბერს, 14:00 საათზე, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, გამართავენ პრესკონფერენციას.

მის: რუსთაველის N1

5 ნოემბერს, 15:00 საათზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა" საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

კონსტიტუციის სახელობის დარბაზი (A კორპუსი N304).

5 ნოემბერს, 17:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“, აქციას გამართავს.

მის: ათონელის 25

საკონტაქტო: 599 29 00 13

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო