დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით,  კონკურენციისა და ანტი-დემპინგის თემაზე სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 4-5 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ღონისძიების პირველ დღეს, დამსწრეებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ და სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მიმართეს.

„ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, მათი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, რამაც აღმოფხვრა ტექნიკური და სამართლებრივი ხარვეზები, გააუმჯობესა აღსრულების მექანიზმები. კონკურენციის კანონმდებლობა უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიეცა კანონით მეტი ბერკეტი შექმნას ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემო", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იოლანტა ტაჩინსკას თქმით, კონკურენციის პოლიტიკა გულისხმობს ისეთი წესების განსაზღვრასა და გამოყენებას, რომლებიც ბიზნესებსა და კომპანიებს შორის სამართლიან კონკურენციას უწყობს ხელს.

„ამგვარად, კონკურენციის პოლიტიკის მიზანია, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის დაცვა, რათა უზრუნველყოს დაბალი ფასები; უკეთესი ხარისხის საქონელი და მომსახურება; პროდუქტების ფართო არჩევანი და საწარმოების მიერ წარმოების ეფექტურობისა და ინოვაციების სტიმულირება", - განაცხადა AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელმა.

ირაკლი ლექვინაძემ, 2020 წლის 4 ნოემბრიდან - 2021 4 ნოემბრამდე, კონკურენციის კანონმდებლობაში დამტკიცებული ცვლილებების მიღებიდან - დღემდე დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა. მისივე თქმით, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, შესწავლილ იქნა 16 552 კონცენტრაცია.

„2021 წელს, უზენაეს სასამართლოში, სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა 2 სასამართლო დავა და კანონიერ ძალაში შევიდა კონკურენციის უწყების გადაწყვეტილება. მიმდინარე წელს სააგენტომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება დაიწო, დღევანდელ შეხვედრაზე კანონის ძირითად მიმართულებებზეც გვექნება მსჯელობა. მადლობა ევროკავშირის პროექტს დღევანდელი შეხვედრის მხარდაჭერისთვის. AA Facility-ის მხარდაჭერით, 6 ნოემბერს, კახეთში - რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კონკურენციისა და ანტი-დემპინგური კანონმდებლობის განხილვას, ტრენინგების პირველ ეტაპს ვიწყებთ", - განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს უწყებამ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა, ხოლო მიმდინარე რეჟიმშია ფარმაციის და საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი.

ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრის მონაწილეებს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საავტომობილო საწვავის ბაზრის 2021 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიშის შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ეროვნული ბანკისა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წევრები იღებენ. იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა, უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონცენტრაციების კონტროლის პროცედურა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.

სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა