ავსტრიაში არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები მკაცრდება

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არავაქცინირებულ პირებს კაფეებში, რესტორნებსა და საპარიკმახეროებში შესვლა და ისეთ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ, სადაც 25-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი.

”ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები მანამ, სანამ რეანიმაციული განყოფილებები სრული დატვირთვით მუშაობას დაიწყებს”, - განაცხადა ვენის მერმა მაიკლ ლუდვიგმა.

მისი თქმით, ახალი ზომები, მომავალი კვირის ბოლოს ამოქმედდება.

ამასთან, ავსტრიის მთავრობამ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, როგორც კი რეანიმაციის განყოფილებების 600 საწოლი კოვიდპაციენტებით შეივსება, არავაქცინირებული პირებისთვის „ლოქდაუნი“ დაწესება და ყოველდღიური გადაადგილება შეეზღუდებათ.

არავაქცინირებულებს, მათ შორის არა იმათ, ვინც კორონავირუსისგან ახალი გამოჯანმრთელებულია, კაფეებსა და რესტორნებში შესვლა აეკრძალებათ, როგორც კი რეანიმაციის განყოფილებების 500 საწოლი შეივსება.

ცნობისათვის, ამ დროისთვის ქვეყანაში რეანიმაციული განყოფილებების 352 საწოლია შევსებული და მათ ყოველდღიურად ათზე მეტი პაციენტი ემატება.

გასული დღის განმავლობაში ავსტრიაში კორონავირუსის 8 594 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 64%-ი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა