ნიგერში შეიარაღებულმა პირებმა 69 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

ნიგერის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირებმა 69 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დელეგაციას, რომელსაც ბანიბანგუს მერი ხელმძღვანელობდა, მალისთან საზღვართან ახლოს, ტილაბერგის რეგიონში დაესხნენ თავს. გარდაცვლილებს შორის ბანიბანგუს მერიცაა.

ტერიტორიას, სადაც თავდასხმა მოხდა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ განშტოებასთან დაკავშირებული მებრძოლები აკონტროლებენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მომხდართან დაკავშირებით ნიგერში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს