ანგარიში - საქართველოში „ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკათი“ - 58 591, „სინოფარმით“ - 253 253, ხოლო „სინოვაკით“ - 79 100

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, 1 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 802 566 დოზა აცრაა ჩატარებული, საიდანაც სრულად აცრილია 813 437 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.7%-ს შეადგენს.

„ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულია - 425 493 ადამიანი, „ასტრაზენეკით“ – 58 591 ადამიანი, „სინოფარმით“ - 253 253 ადამიანი, ხოლო „სინოვაკით“ - 79 100 ადამიანი.

მათივე ცნობით, დღეში დაახლოებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 85 დოზა აცრა კეთდება.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზით აცრების 52% თბილისში ჩატარდა.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა