სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 50 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6582-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 316 839 პირი დაინფიცირდა, 276 865 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.