ვახტანგ კალოიანი - თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს 1 პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფას, იმას რა ვაქცინაცია უნდა მოვთხოვოთ?

დავანებოთ თავი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია, ეს არის მოქალაქის ჯანმრთელობის თემა, რომლის გადაწყვეტაც არის 15 წუთის საკითხი და თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს 1 პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფას, იმას რა ვაქცინაცია და ათასობით მოქალაქის გადარჩენა უნდა მოვთხოვოთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, კალოიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პანდემიას არცერთ ეტაპზე არ მართავდა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ინდიკატორებით და ამას ყოველთვის საარჩევნო მიზანშეწონილობით მართავდა.

როგორც კალოიანმა აღნიშნა, საქართველომ კორონავირუსის გამო დაკარგა 10 000-ზე მეტი ადამიანი, მაშინ, როდესაც ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

„ჩვენ ვხედავთ არაპროფესიონალიზმის და უპასუხისმგებლობის შედეგებს, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო და კვირების სიზუსტით გამოვთვალეთ ის პრობლემა რაც ახლა, ანუ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დაგვიდგებოდა. მიზეზი მარტივია, საინფორმაციო კამპანია, ნიღბების ტარების მართვა, ვაქცინაცია - ეს არის ერთი შემადგენელი რგოლი ვერმართვისა და პროცესის თვითდინებაზე, უპატრონოდ მიტოვებისა. პანდემიის დაწყებიდან, გახარიაც, ღარიბაშვილიც და სრულად „ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მართავდა პანდემიას კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ინდიკატორებით, ის ამას ყოველთვის მართავდა საარჩევნო მიზანშეწონილობით.ახლა გადაწყვიტა ხელისუფლებამ რომ აქტიური ვაქცინაციის კამპანია ჩაატაროს ლანჩხუთში და ლაგოდეხში და იქ მიაღწიონ 60%-იან ეფექტს. მასიური ვაქცინაცია არის გამოსავალი და ამის ორგანიზება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამის გარეშე ეს არის, პოპულისტური ექიმობანას თამაშის გაგრძელება, დაწყებული საკოორდინაციო საბჭოდან დამთავრებული ჯანდაცვის სამინისტროთი, ორ რაიონში აქტიური ვაქცინაციის დაწყება არ არის გამოსავალი, ეს არის ერთგვარი ბოლის დაყენების მცდელობა, რაც მათ კარგად გამოსდით. აქტიური ვაქცინაციის კამპანია კარდაკარი აუცილებელია მთელ საქართველოში. პოპულაციის ჯამურად 70–77%-ის აცრის შემთხვევაში ვიქნებით დაცული არსებული მკვლელი შედეგებისგან. დასაორგანიზებელია მასიური ვაქცინაციის კამპანია, როგორც რისკჯგუფების სავალდებულო ვაქცინაცია, სავალდებულო ტესტირება, საგადასახადო შეღავათები, მობილურ ჯგუფებს მივადევნოთ თვალი. არცერთი კომპონენტი, რომელმაც ვაქცინაციის ზრდა უნდა გამოიწვიოს, არ გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.ამასთან, ვახტანგ კალოიანი პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ არავაქცინირებული ადამიანების მკურნალობა სახელმწიფომ არ დააფინანსოს.

„ადამიანისთვის კრიტიკული მედიცინის მკურნალობის ფასიანად გახდომა ნიშნავს, რომ არ უმკურნალო, რამდენი ადამიანი იცით, რომელიც დღეში 600 ლარის გადახდას შეძლებს. ანუ ეს ნიშნავს იმ ადამიანების გაწირვას. ჩვენ დავკარგეთ 10 000 ადამიანი, რომელთა გარდაცვალების თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ჩვენ საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, სამწუხაროდ, ძალიან მარტივად შევეგუეთ, 40–50 გარდაცვლილი აღარ ხვდება ყურს და აღარ გვეშინია, მაინდამაინც 100 და 150 უნდა იყოს რომ რაღაც რეაქცია გვქონდეს? 10 000 ადამიანი გარდაგვეცვალა და აქედან მინიმუმ 9 000 - ის გადარჩენა შეიძლებოდა ვაქცინაციის სწორი პოლიტიკით“, - განაცხადა კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანი ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მარტივი სამედიცინო ადამიანური საკითხი გახდა პოლიტიკური ანგარიშისწორების საკითხი.

„გავანებოთ თავი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტია, ეს არის მოქალაქის ჯანმრთელობის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც არის 15 წუთის საკითხი და თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს 1 პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნვეყოფას, იმას რა ვაქცინაცია და ათასობით მოქალაქის გადარჩენა უნდა მოვთხოვოთ. საუბარია 1 პატიმარზე და მთავრობის წარმომადგენლებისგან იყო არგუმენტი, რომ სამოქალაქო კლინიკაში მის უსაფრთხოებას ვერ დაიცავდენ. არცერთი ექიმი არ მოაწერს ხელს იმაზე, რომ 35-ე დღეს მოშიმშილე პაციენტზე თქვას, რომ ის არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ეს არის პოლიტიკური ლიდერების განცხადება ერთი ბანაკიდან, მარტივი სამედიცინო ადამიანური საკითხი გახდა პოლიტიკური ანგარიშისწორების საკითხი“, - განაცხადა კალოიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა