უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“დაიწყო

საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

მათივე თქმით, სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.

„წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

„დიდგორი 2021“ ყველა სახელმწიფო უწყების სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები თანამედროვე ნატოს სტანდარტებით არის აღჭურვილი, რომელიც საერთო საჯარისო ცენტრშია განთავსებული.

სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. სწავლებაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა. მან სიტყვით გამოსვლისას სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უწყებათშორისი სწავლება 8-12 ნოემბრის ჩათვლით წელს მერვედ ჩატარდება. „დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებსაც მოიცავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს