მედია - გერმანიაში, რუსეთის საელჩოსთან გარდაცვლილი მამაკაცი რუსეთის ფარული აგენტი იყო

მამაკაცი, რომელიც გასულ თვეში ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან გარდაცვლილი იპოვეს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტი იყო, - ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატის გარდაცვალება დაადასტურა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

Der Spiegel-ი წერს, რომ 35 წლის მამაკაცი 19 ოქტომბერს, საელჩოს მაღალი სართულიდან გადმოვარდნილი იპოვეს.

გარდაცვლილ მამაკაცს საელჩოში, ოფიციალურად, მეორე მდივნის პოზიცია ეკავა.

Der Spiegel -ი უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის საელჩომ გვამის გაკვეთაზე უარი განაცხადა.

რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ ეს იყო „უბედური შემთხვევა“, რომლის შესახებაც დამატებითი კომენტარები „ეთიკური მიზეზების“ გამო აღარ გაკეთდება.

ამასთან, პორტალ Bellingcat-ის ცნობით, გარდაცვლილი დიპლომატი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეორე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ალექსეი ჟალოს შვილი იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა